"გენდერული სხვაობები ხელფასებში" | საქსტატის მონაცემებით, კაცების ხელფასი ყველა სექტორში ქალების ხელფასს აღემატება

გამოქვეყნდა:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატება ქალების ხელფასს.

კერძოდ, საქსტატის ცნობით, გენდერული სხვაობები ხელფასებში ასე გამოიყურება: 2024 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 778.5 ლარით, ხოლო კაცების - 2 653.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 171.2 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 189.9 ლარი (7.7%).

ცნობისთვის, 2024 წლის IV კვარტალში ქვეყანაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2 217.5 ლარს შეადგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი