გურამ დოჩანაშვილს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

გამოქვეყნდა:

მწერალ გურამ დოჩანაშვილს დედაქალაქის მერმა 2020 წლის საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა.

დღესვე, საპატიო თბილისელის წოდება 9 ექიმსაც მიენიჭა, მათ შორის არიან: თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, ლევან რატიანი.

ცნობისთვის, წლევანდელი "თბილისობა" მთლიანად გია ყანჩელს ეძღვნებოდა. საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში გაიმართა. პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, დაჯილდოვების ცერემონია საზოგადოებისთვის ტელევიზიის საშუალებით გადაიცემოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი