აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის დახმარების საკითხი არ განხილულა.
"ჩვენ არ გვისაუბრია დახმარებაზე, საერთოდ არ გვილაპარაკია დახმარებაზე. ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, მაგრამ დახმარებაზე საუბარი არასდროს ყოფილა", - თქვა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რუსულმა სამთავრობო პროპაგანდისტულმა РИА Новости კრემლზე დაყრდნობით დაწერა, რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან საუბრისას "კონფლიქტის მოგვარებისთვის" გარკვეული წინაპირობები დაასახელა.
მედიის თანახმად, პუტინმა მოითხოვა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებისა და საგარეო სამხედრო დახმარების სრული შეწყვეტა.