აშშ-სა და რუსეთს შორის მორიგი შეხვედრა 23 მარტს, ჯიდაში გაიმართება | ტრამპის მრჩეველი

გამოქვეყნდა:

ამერიკასა და რუსეთს შორის მორიგი შეხვედრა 23 მარტს, საუდის არაბეთში გაიმართება. ამაზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ. ინფორმაციას ტრამპის მრჩეველმა, სტივ უიტკოფმა Fox News-ის ეთერში გაავრცელა.

როგორც უიტკოფმა აღნიშნა, ჯიდაში აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იქნებიან.

 

"დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინელები დათანხმდებიან [ცეცხლის შეწყვეტას ინფრასტრუქტურის მიმართულებით]. არის გარკვეული დეტალები, რომელიც ჯერ კიდევ უნდა შევათანხმოთ, თუმცა მოლაპარაკებები ჯიდაში, კვირას დაიწყება", - თქვა უიტკოფმა.

ცნობისთვის, რუსეთს საუდის არაბეთის მოლაპარაკებებში დასწრება ჯერ არ დაუდასტურებია. ასევე უცნობია, შეხვედრას დაესწრება თუ არა უკრაინის დელეგაცია.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი