მარნეულში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა | არსებული ინფორმაციით, მანქანას არასრულწლოვანი მართავდა

გამოქვეყნდა:

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანას არასრულწლოვანი მართავდა.

კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა და კიდევ ერთი გარდავცვლილი მარნეულში. 17 წლის ბავშვი როდესაც საჭეს მართავს .......  ქვეითი არის დაღუპული ..როდის ვისწავლით ჭკუას???" - წერს ჯეიჰუნ მუჰამედალი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალი, ჯერჯერობით, უცნობია.

"მთავარი არხი" დამატებითი ინფორმაციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათგან კომენტარს ელოდება.

ფოტო: Jeikhun Muhamedali

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი