ზელენსკი ევროპული საბჭოს შეხვედრის წინ საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს შეხვედრის წინ საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას ესაუბრა.

"ევროპული საბჭოს ხვალინდელი შეხვედრის წინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას ვესაუბრე და მიწვევისთვის მადლობა გადავუხადე. ჩვენ შევაჯერეთ პოზიციები და დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განვიხილეთ. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინის მონაწილეობაზე ReArm Europe ინიციატივაში, საბრძოლო მასალის შესყიდვის დაფინანსებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების ნაბიჯების თაობაზე...

გარდა ამისა, მე ვაცნობე პრეზიდენტ კოშტას პრეზიდენტ ტრამპთან ჩემი კონსტუქციული საუბრის შესახებ, რა დროსაც კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინის მზადყოფნა აშშ-ის წინადადებაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინელ ხალხს სურს მშვიდობა ისე, როგორც არავის და ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით მუშაობაზე. 

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის", - წერს ზელენსკი X-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი