საქსტატის ინფორმაციით, მშპ-ის მოცულობა 91.9 მილიარს გაუტოლდა | რომელ დარგებს უკავიათ საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე დიდი წილი

გამოქვეყნდა:

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 91 891 800 000 ლარს გაუტოლდა, რაც 13.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2024 წელს, წინა წელთან შედარებით 9.4 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წელს 3.8 პროცენტით განისაზღვრა.

საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე დიდ - 15%-იან წილს ვაჭრობის სექტორი იკავებს, მეორე პოზიციაზეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 9.9%-იანი წილით, მესამეზე კი დამმუშავებელი მრეწველობაა 9.3%-ით.

2024 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (24.3 პროცენტი), განათლება (29.1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (17.9 პროცენტი), მშენებლობა (14.2 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა;

ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (6.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (14.9 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ დარგში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული  ჰაერის მიწოდება (-8.3 პროცენტი).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი