PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის თებერვალში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 13.1%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
კვლევითი ცენტრის გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე თებერვალში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 30.9%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.8 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამავე მონაცემებით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.8%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.0 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.