ოლიგარქის შსს ავტომობილებში 5 მილიონზე მეტის დახარჯვას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით მიმდინარე თვეში შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ტენდერებია გამოცხადებული.
15 ერთეული ოპერატიული დანიშნულების მსუბუქი ავტომანქანის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 218 945 ლარია. ავტომანქანები უნდა იყოს არაუადრეს 2024 წლის გამოშვების. შემოთავაზებული ავტომანქანა უნდა იყოს: მარცხენასაჭიანი, ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) (გარბენი არაუმეტეს 200კმ). არანაკლებ - 140 ცხ/ძ და არაუმეტეს - 142 ცხ/ძ. ფერი შემსყიდველთან შეთანხმებით. სიგრძე/სიგანე/სიმაღლე - 4600 მმ/1770მმ/1400მმ, ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ავზის მოცულობა არანაკლებ 40 ლ, საწვავის ტიპი ჰიბრიდი (ბენზინი). ერთეული ავტომანქანის ზღვრული ღირებულება 68 730 ლარია, გეგმიური მომსახურების ღირებულება კი 12 533 ლარი.
წინადადებების მიღების პერიოდია 20-25 აპრილი.
ამასთან შსს-ს მომსახურების სააგენტო ასევე გეგმავს 20 ერთეული ოპერატიული დანიშნულების მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანების შესყიდვას. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 811 320 ლარია. ამ შემთხვევაშიც ავტომანქანები უნდა იყოს არაუადრეს 2024 წლის გამოშვების. შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ერთიდაიგივე ბრენდისა და მოდელის, ახალი, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი(გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდაუზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. ერთეული ავტომანქანის ზღვრული ღირებულება 175 682 ლარია. გეგმიური მომსახურების ღირებულება კი 14 884 ლარი. ძრავის მოცულობა სმ3 - არანაკლებ 2.0 სმ³ - არაუმეტეს 3.5 სმ³. ცილინდრების რაოდენობა არანაკლებ 4, ძრავის სიმძლავრე არანაკლებ 250 ცხ.ძ. თვლების ფორმულა 4X4, სიგრძე/სიგანე/სიმაღლე- 4920 - 5070 მმ/1970 - 2212 მმ/1740 - 1951 მმ.
წინადადებების მიღების პერიოდია 20-25 აპრილი.
შეგახსენებთ, ოლიგარქის შსს 4.8 მილიონად 50 მიკროავტობუსს ყიდულობს. ტენდერი 19 მარტს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 17-22 აპრილს განხორციელდება.