"მურმან კალანდია, რომელსაც მთვრალი პოლიციელი დაეჯახა, ამ დილით გარდაიცვალა" | მაია კალანდია

გამოქვეყნდა:

ქვეითი, მურმან კალანდია, რომელსაც დარჩელში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პოლიციელი მანქანით დაეჯახა, დღეს დილით დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას მაია კალანდია სოციალურ ქსელში ავრცელებს

"24 წლის მურმან კალანდია, რომელსაც მთვრალი პოლიციელი დაეჯახა, ამ დილით გარდაიცვალა. 
დაქვრივდა, 21 წლის, 5 თვის ორსული  მეუღლე. 
მშობლებს მოუკვდათ უკეთილესი შვილი. სოფელმა და ქვეყანამ დაკარგა პატიოსანი მოქალაქე!
... ეს არის ივანიშვილის დღის წესრიგი!" - წერს მაია კალანდია. 

შეგახსენებთ, რომ დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევა 11 მარტს მოხდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი