პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიგარქის პოლიციამ დღეს, ჯამში 4 ადამიანი დააკავა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მათივე თქმით, 2 პირი დაკავებულია "დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის" 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ერთი "დაუმორჩილებლობისთვის" 173-ე მუხლით, ხოლო კიდევ ერთი პირი დაკავებულია 173-ე და 174-ე პრიმა მუხლით, რაც "დაუმორჩილებლობასა და გზის გადაკეტვას გულისხმობს".
შეგახსენებთ, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეებმა დღეს შეკრება 16 საათიდან დაიწყეს. მათი პროტესტის მიზეზი ის "საგამოძიებო კომისიაა", რომელიც ოლიგარქის არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა და თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, ბოლო ორი დღეა 2008 წლის აგვისტოს ომს "იძიებს". საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების მიუხედავად, რომლებმაც ომში დამნაშავედ რუსეთი დაასახელეს, პრორუსი ოლიგარქის რეჟიმი ქართველ გენერლებს კომისიაზე იბარებს და ტუქსავს. უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილეები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ "ოცნება" რუსეთის დაკვეთას ასრულებს და კრემლის ინტერესების შესაბამისად, ქართველ სამხედროებს, ქვეყნის დაცვისთვის ასამართლებს.