2025 წლის იანვარ-თებერვალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსული არყის ექსპორტი გაორმაგდა და 3,5 ათას ტონას მიაღწია. ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროექსპორტის ცენტრი იტყობინება. მიწოდების ძირითადი მიმართულებები იყო ყაზახეთი, ჩინეთი და საქართველო.
რუსული არყის იმპორტის მოცულობით პირველი ადგილი ყაზახეთმა დაიკავა, რაც მთლიანი ექსპორტის მოცულობის 30%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე ჩინეთი გავიდა მარაგების 22%-ით, ხოლო საქართველო სამეულის ბოლოშია 11%-ით.
საქსტატის მონაცმებით 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში რუსეთიდან 719 630 აშშ დოლარის 236. 57 ტონა არაყი შემოვიდა. წინა წლები მაჩვენებელი კი ასეთია.
2024 წ. იანვარ-თებერვალი $536 560/244.14 ტ
2023 წ. იანვარ-თებერვალი $409 910/164.93 ტ
2022 წ. იანვარ-თებერვალი $423 480/159.71 ტ
2021 წ. იანვარ-თებერვალი $473 710/124.03 ტ
2020 წ. იანვარ-თებერვალი $263 300/100.49 ტ
მონაცემების თანახმად 2020 წელთან შედარებით 2025 წელს რუსეთიდან არყის შემოტანა რაოდენობრივად გაორმაგებულია, თანხის მიხედვით კი თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი.