საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის (ლარის) 30 წლის იუბილეს აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც 771 ათასი ლარი დაიხარჯება.
"ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად 2025 წელს დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებები, მათ შორის მაღალი დონის, საერთაშორისო ფორუმი (2025 წლის 29 - 31 მაისი) მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტებისა და ვიცე-პრეზიდენტების მონაწილეობით, ქართული ფულის კატალოგის გამოშვება, საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია და სხვა. აღნიშნულ ღონისძიებათა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის ორგანიზებამ და ჩატარებამ", - მისწერა ეროვნულმა ბანკმა შესყიდვების სააგენტოს.
იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია:
• ლოგოს და მის საფუძველზე ე.წ. „ბრენდბუქის“ შემუშავება; • ღონისძიების ფროდაქშენ მომსახურება, მათ შორის საიმიჯო რგოლის მომზადება; • ღონისძიების ორგანიზება სასტუმრო „შერატონში“,
მათ შორის:
2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი სრულდება. პირველად ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 25 სექტემბერს ჩაეშვა და იმავე წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.
[BM.ge]