Forbes-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 2.7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. მანამდე 2024 წელს აღნიშნული ქონება 4.9 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
Forbes-მა ივანიშვილის ქონების შეფასებას გადახედა და ოლიგარქი რეიტინგში 1299-ე ადგილს იკავებს.
Forbes-ი არ განმარტავს, რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.
გამოცემა BMG-ის ინფორმაციით, უცვლელია ივანიშვილის ქონების შეფასება Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში, სადაც მისი ქონება 7.35 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და 421-ე ადგილს იკავებს.