აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში დაუდასტურეს. ბუხრაშვილი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება, რაც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად." აცხადებს შსს.
ბუხრაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გრიგოლ ბესელია შეცვალა, რომელიც სავარაუდოდ, თბილისის პოლიციის ხელმძღვანელად ინიშნება.