აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა დატოვა. სავარაუდოდ, ის თბილისის პოლიციის უფროსის, სულხან თამაზაშვილის ადგილს დაიკავებს, რომელიც ასევე გავრცელებული ინფორმაციით, რიჟვაძის ადგილას ინიშნება. თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დილით დატოვა.
განახლება: ბესელიას გადადგომა შსს-მ დაადასტურა, თუმცა ჯერჯერობით არ სახელდება არც მისი ახალი თანამდებობა და არც მისი შემცვლელი. გომელაურის სამინისტროში ამბობენ, რომ "სხვადასხვა დანაყოფში, დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება, რაც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად"