ვატო შაქარიშვილის მორიგი თავდასხმა ახალგაზრდებზე - შემთხვევა ცოტა ხნის რუსთაველის გამზირზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა გოგა ხაინდრავაც ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში თათია აფრიამაშვილი ავრცელებს:
"ვატო შაქარიშვილს გაეცა საკადრისი პასუხი,მოისმინა ის რაც ყველაზე მეტად აღიზიანებს და რა თქმა უნდა ისევ გადმოვიდა თავდასხმაზე და გაეცა მაგაზეც პასუხი,ეგონა ხელს არავინ შეუბრუნებდა." წერს ის.
შეგახსენებთ, გუშინ, ქაშვეთის ეკლესიიდან, "ლოცვიდან გამოსული" შაქარიშვილი ფიზიკურად გაუსწორდა "მთავარი არხის" ჟურნალისტს, გიორგი მამნიაშვილს. ამ შემთხვევის დროსაც ხაინდრავა შაქარიშვილის გვერდით იმყოფებოდა.
პოლიციას მოძალადეების მიმართ რეაგირება არცერთ შემთხვევაზე არ ჰქონია.
იხილეთ: