აქციის მონაწილე თამუნა მიქიაშვილი წერს, რომ ოლიგარქის პოლიციამ რუსთაველის გამზირზე დაკავებული, სავარაუდოდ, ცემა.
მიქიაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოსაც აქვეყნებს, რომელშიც ცენტრალურ გამზირზე, ახალგაზრდების დაკავების ადგილას, სისხლი ჩანს.
"პოლიციამ, სავარაუდოდ, ცემა აქციის მონაწილე. ნაცემი ადამიანი, სავარაუდოდ, წაიყვანეს განყოფილებაში. მთელს რუსთაველზე სისხლია მონთხეული და მთავრდება პოლიციის მანქანებთან. ახლაც სავსეა მოძალადე კრიმპოლით. ფაქტზე დავრეკე 112-ში და ვნახოთ ანა თუ მოვლენ. ნიშანდობლივია 9 აპრილს რუსების მიერ სისხლით მორწყული რუსთაველი. ამჯერად ჩვენი მილიციის მიერ", - წერს აქციის მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, ოლიგარქის პოლიციამ, რუსთაველის გამზირზე, სადაც 131-ე დღეა აქცია მიმდინარეობს, 3 ახალგაზრდა დააკავა.