2025 წელს მწვანილი საშუალოდ 60%-ით გაძვირდა. 2025 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით ფასმა 88%-ით, თებერვალში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 45%-ით, ხოლო მარტში 42%-ით მოიმატა.
ქვეყანაში მწვანილის წარმოება მცირდება. მწვანილის წარმოების შემცირება ჩანს საქსტატის სტატისტიკაშიც, რომელშიც მონაცემები 2023 წლამდეა აღრიცხული. 2021 წელს ქვეყანაში 8 500 ტონა მწვანილი იწარმოვა. 2022 წელს 7 400 ტონა, 2023 წელს კი 7 100 ტონა.
სექტორის წარმომადგენლების თქმით, საქართველოში მოყვანილი პროდუქცია შიდა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემების თანახმად, მწვანილის იმპორტი ბოლო 5 წლის განმავლობაში სისტემატურად იზრდება.
როგორც 2024, ისე 2025 წელს მწვანილის მთავარი შემომტანი ირანია. 2024 წელს იმპორტირებული მწვანილის 50%, ხოლო 2025 წელს 85% ირანიდან იყო.
2024 წელს იმპორტირებული 1 კგ მწვანილის საშუალო ფასი (თანხის და რაოდენობის მიხედვით)0.70 აშშ დოლარი იყო. 2025 წელს კი 0.58 აშშ დოლარი, ირანიდან შემოსულის კი 2024 წელს 0.60 აშშ დოლარი, მიმდინარე წელს კი 0.51 აშშ დოლარი.
ცვალებადი ტენდენცია აქვს ექსპორტს:
მწვანილი ძირითადად უკრაინაში, მოლდოვასა და რუსეთში გადის.
ექსპორტირებული მწვანილის საშუალო ფასი 1.30 დოლარია. უკრაინაში 2.40 აშშ დოლარად გადის. 2.80 აშშ დოლარად მოლდოვაში. რუსეთში კი 0.91 აშშ დოლარად.
ავტორი: ნინო ზედგენიძე