ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა, რის ფარგლებშიც ჩინეთის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტული განთავსების ნებართვას ხელი მოაწერა.
უწყების ცნობით, განიხილება ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე განთავსების საკითხიც.
"ლევან დავითაშვილმა და ლინ ძიმ ხელი მოაწერეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომის ოქმს, კომისიის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ნებართვას, ამასთან, უახლოეს თვეებში დასრულდება მოლაპარაკება ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ოქმთან დაკავშირებით. ეს იქნება დამატებითი შესაძლებლობა, საქართველომ ჩინეთის ბაზარზე პირველად გაიტანოს ისეთი პროდუქტები, რომლებზეც მაღალი მოთხოვნა არსებობს", - წერია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.