შსს-ს ცნობით, გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე 2 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაკავებულები გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე არიან. 

[ფოტო: ლევან ზაზაძე]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი