ჯგუფი "ფარი" დავით გუნაშვილის დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ადვოკატები არკვევენ, თუ სად გადაიყვანეს ის.
"რეჟიმის მონა მილიციის აღდგომა რუსთაველზე. ოცნება წარმართული რუსეთის სამსახურში!
დაკავებულია ჯგუფ "ფარის" წევრი დავით გუნაშვილი. თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, საჯარო მმართველობის ექსპერტი. სამი შვილის მამა!
ადვოკატები ჩართული არიან პროცესში. მიმდინარეობს გადაყვანის ადგილის დადგენა," - აცხადებს ჯგუფი "ფარი".
შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის პოლიციამ დავით გუნაშვილი და ლევან ზაზაძე დღეს, დილით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავა.