2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $5.6 მილიარდი შეადგინა. რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი $1.4 მილიარდი (გაიზარდა 5.7%ით), ხოლო იმპორტი $4.2 მილიარდი (გაიზარდა 20.1%ით). ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-მარტში, $2.8 მილიარდი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1%ია.
ექსპორტში 67.2% დსთ-ს ქვეყნებს უკავია. ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებელი 13.5%-ია. დანარჩენი ქვეყნები კი 19.3%. რაც შეეხება იმპორტს აქ დსთ-ს ქვეყნების წილი 20.4%-ია. ევროკავშირის 22.8%, დანარჩენი ქვეყნები 56.8%.
2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი ($298.6 მილიონი), ყაზახეთი ($176.2 მილიონი) და აზერბაიჯანი ($140.3 მილიონი).
ექსპორტში ყველაზე დიდი ცვლილება ბულგარეთთან ფიქსირდება, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 203.4%-ით. შემცირების მხრივ კი თურქეთში ექსპორტი შემცირდა 21.8%-ით, ხოლო რუსეთთან 19.2%-ით.
2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 73.2% შეადგინა. უმსხვილეს საიმპორტო სამეულში შედის: აშშ ($654.4მილიონი), თურქეთი ($587.3მილიონი) და რუსეთი ($512.9 მილიონი).
იმპორტში ზრდის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება შემდეგ ქვეყნებთან გაერთიანებული სამეფო 733.9%-იანი ზრდა. აშშ 66.9%-იანი ზრდა. ყველაზე დიდი შემცირება კი იმპორტში იტალიასთანაა 8%.
2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: აშშ ($669.2 მილიონი), თურქეთი ($663.3 მილიონი) და რუსეთი ($642.8მილიონი).
2025 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $500.7 მილიონი, რაც მთელი ექსპორტის 35.7% შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები $54.7 მილიონი (მთლიანი ექსპორტის 3.9%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $53.0 მილიონი (3.8%). ყველაზე დიდი ზრდა თხილი და სხვა კაკლების ექსპორტშია 45.1%, კლება ფეროშენადნობებთან დაკავშირებით 46.1%.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $622.2 მილიონი და მთელი იმპორტის 14.8% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) $481.1 მილიონი (იმპორტის 11.4%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები $301.5 მილიონი (იმპორტის 7.1%). ყველაზე დიდი ზრდა სურათები და ნახატების სასაქონლო ჯგუფშია 348 613% და ქანდაკებების და სტატუეტების 58 336%. ყველაზე დიდი კლება სატელეფონო აპარატებისა და მონაცემების გადაცემისა და მიღების აპარატების სასაქონლო ჯგუფში 18.9%.