I კვარტალში დღგ-ის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადების გეგმა ვერ შესრულდა

გამოქვეყნდა:

2025 წლის იანვარ-მარტში დღგ-ის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ხაზინის მონაცემებით, აქედან ყველაზე დიდი ჩამორჩენა აქციზის ნაწილშია. ინფორმაციას  ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშზე დაყრდნობით bm.ge ავრცელებს. 

ანგარიშის თანახმად, გადასახადების პირველი კვარტალის საპროგნოზო მოცულობა 5.3 მლრდ ლარი იყო, ხოლო მიღებულმა თანხამ 5.4 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 102.3% შეადგინა.

უფრო დეტალურად, პირველ კვარტალში გადასახადების მიხედვით შესრულება ასეთი იყო:

  • საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 1.85 მლრდ ლარი, მიღებულია 1.87 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 101.3%;
  • მოგების გადასახადის სახით მიღებული შემოსავლების მოცულობამ 821 მლნ ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობის 850 მლნ ლარის 96.6%-ია.
  • დამატებული ღირებულების გადასახადი საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 1.88 მლრდ ლარი, ფაქტიურად მიღებულია 1.87 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 99.4%.
  • აქციზის სახით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 490.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის 560 მლნ ლარის, 87.6%–ია.
  • იმპორტის გადასახადი საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 35 მლნ ლარი, მიღებულმა შემოსავალმა კი 31.3 მლნ ლარი, რაც გეგმის 89.5%–ია.
  • სხვა გადასახადების სახით მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-მარტში შეადგინა 339.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის, 130 მლნ ლარის 261.2%-ია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი