საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ ტექნიკისა და ტექნოლოგიების მემონტაჟეთა და გრაფიკოსთა ჯგუფის მემონტაჟე-ოპერატორი, გივი კიტიაც გააფრთხილა. ინფორმაციას "მედიაჩეკერი" ავრცელებს.
"დისციპლინარული სანქციის შესახებ ბრძანებით, თინათინ ბერძენიშვილმა თანამშრომელს "საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების" გამო უსაყვედურა და 12 თვის განმავლობაში "ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში" შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა", - წერია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, შესაძლო გათავისუფლების შესახებ მსგავსი საფუძვლით, ჯამში 8 თანამშრომელი გააფრთხილა.