სასამართლოსთან დაკავებული გიორგი ჩხეიძე 4 000 ლარით დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული გიორგი ჩხეიძე 4 000 ლარით დააჯარიმეს. 

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა გამოიტანა. 

ცნობისთვის, ჩხეიძე საქალაქო სასამართლოსთან 22 აპრილს დააკავეს. ის რეჟიმის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმაა. 

შეგახსენებთ, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, საბა სხვიტარიძის საქმის მოწმე სალომე ედიშერაშვილის გამოსვლას სხდომათა დარბაზიდან ხმაური მოჰყვა. მოწმე ედიშერაშვილი პოლიციის კორდონით გამოაცილეს, მის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფდა რამდენიმე სამართალდამცველი, თუმცა ედიშერაშვილს მაინც ეძახეს მონა და მატყუარა. ამის შემდეგ ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა ძალის გამოყენებით ჩხეიძე მანქანაში ჩატენეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი