ჭიათურაში, უწყვეტი პროტესტის პარალელურად, აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი ჯიქიძემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი - ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ინფო იმერეთი" ავრცელებს.
პროტესტი 2 თვეა გრძელდება და ის მას შემდეგ გამწვავდა, რაც 23 აპრილს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ რეორგანიზაცია დაგეგმა.
ამის შემდეგ თანამშრომლები ახალ პირობებზე ხელმოსაწერად დაიბარეს.
მაღაროელთა განცხადებით, კომპანია მასობრივი დათხოვნის პროცესს უკანონოდ ატარებს და ამის გადასაფარად დასაქმებულებისგან ითხოვს, თვითონ მოითხოვონ გათავისუფლება.