ჭიათურაში 6 მაღაროელი შიმშილობს | ერთი მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ირაკლი ჯიქიძე, რომელიც ჭიათურაში მესამე დღეა შიმშილობს დღეს კლინიკაში გადაიყვანეს. მან მშრალი შიმშილობა გამოაცხადა და უარს ამბობს პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის შეწყვეტაზე. 

დღეს დილიდან კი ჭიათურის ცენტრში გაშლილ საპროტესტო ბანაკში კიდევ ხუთმა ადამიანმა დაიწყო შიმშილობა.

პროტესტის მონაწილეები ქალაქში მთავრობის წარმომადგენლების ჩასვლას და კრიზისის მოგვარებაში მათ უშუალო ჩართულობას ითხოვენ. მაღაროელები კომპანიის მიერ გამოცხადებულ რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან.

[ფოტო: მაუწყებელი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი