2025 წლის მარტში, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია თაიგულების შესაძენად ბიუჯეტიდან 58 825 ლარი დახარჯავს. შესაბამისი შესყიდვის შესახებ დოკუმენტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე 21 თებერვალს გამოქვეყნდა და წინადადებების მიღება 5 მარტს დასრულდა.
ტენდერში სულ ორი სუბიექტი მონაწილეობდა, თუმცა საბოლოოდ ტენდერში გამარჯვებულად ინდივიდუალური მეწარმე - სვეტა საჯაია გამოცხადდა. ხელშეკრულება ძალაში 14 მარტიდან შევიდა და 2026 წლის 31 იანვრამდე იმოქმედებს.
მანამდე, "მთავარი არხის" ვებგვერდი წერდა, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს 410 თაიგული და 50 ყვავილი ტიტა უნდა მიაწოდოს.
თაიგულები სხვადასხვა სახისაა, მისართმევი თაიგულები , სარიტუალო გვირგვინები, სადღესასწაულო გვირგვინები, ყვავილების კომპოზიცია კოქტეილის მაგიდისთვის, ყვავილების კომპოზიცია ტრიბუნის ქვეშ და ა.შ.