"ქართული ოცნების" პარლამენტს თავმჯდომარე, დღეს დილიდან სამოქალაქო აქტივისტებისა და ფონდების დამფუძნებლების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყველაფერი კანონიერი პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობს.
პაპუაშვილის თქმით, ჩხრეკები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება.
"რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, ამაზე მე დეტალურად ვერაფერს გეტყვით, იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, ამ გამოძიების ფარგლებში არის ჩხრეკები. როგორც შევიტყვეთ, ეს არის პროკურატურის მიერ გამოძიების წარმოების პროცესში ჩატარებული ჩხრეკები, რომელიც მიმდინარეობს კანონიერი პროცედურების შესაბამისად. ჩვეულებრივი პროცედურაა, რომელიც მნიშვნელოვანია პროკურატურამ ჩაატაროს, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის მოლოდინია, რომ ის გამოძიებები, რომელიც მიმდინარეობს, ამ გამოძიებებს ექნება სრული სურათი და პასუხი ჩვენი საზოგადოებისთვის. ვხედავთ ჩვენ ცალსახად, რომ არის მცდელობა გარედან მოაწყონ დესტაბილიზაცია, შეეცადონ არადემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი ქართველ ხალხს. ეს არის მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯები იმ მხრივ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამავე თემაზე:
"ახლა აღმოვაჩინე რომ სახლში შემოსულია სუსიც. პროკურატურის გარდა" | ნანუკა ჟორჟოლიანი