"15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია, ახლო კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია მოხდა" | მუსელიანი

გამოქვეყნდა:

სახანძრო-სამაშველოს მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განაცხადებით, ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორია, დაახლოებით, 15 000 კვადრატზე არის დამწვარი.

მისივე თქმით, ხანძრის ჩაქრობაში, დაახლოებით, 30 სახანძრო-სამაშველო მანქანა იყო ჩართული.

"112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე... ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული იყო 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა... ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება... 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები", - თქვა მუსელიანმა.

როგორც მუსელიანმა აღნიშნა, ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ პაციენტების ევაკუაცია მოხდა.

ამავე თემაზე:

ე.წ ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი