გორში, მოწამლულია 230 მოსწავლე და 3 მასწავლებელი

გამოქვეყნდა:

მასობრივი ინტოქსიკაცია გორში - მოწამლულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. მოწამლულია გორის მე-7 საჯარო სკოლის 230 მოსწავლე და სამი პედაგოგი. ადგილობრივები დარწმუნებული არიან რომ ინტოქსიკაცია დაბინძურებულმა წყალმა გმოიწვიოა. ისინი პასუხსიმგებლობას წყალმომარაგების კომპანიას აკისრებენ.

კომპანიაში კი ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ აღებული სინჯების პასუხი უკვე ცნობილია და გორს სუფთა წყალი მიეწოდება.

ქალაქ გორში, წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიის  მიერ შემოწმებული პირველადი მონაცემებით, ორგანულეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, სასმელი წყალი აკმაყოფილებს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს.  
გაერთიანებული წყალომარაგების კომპანია განაგრძობს  წყლის მიკრობილოგიური მაჩვენებლებით კვლევას, რომლის შედეგები  24 საათში გახდება ცნობილი. 
პარალელურად,  სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს  წყლის სინჯების აღებას სათავე ნაგებობიდან და სხვადასხვა წერტილიდან,რომლის პასუხები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. 
სათავე ნაგებობაზე იმყოფებიან კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს. ადგილზე ჩავა და ვითარებას გაეცნობა წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური დირექტორი ირაკლი ნაფეტვარიძე . 
აღსანიშნავია, რომ წყალმომარგების კომპანია  გორში,  ყოველდღიურად   იღებს  წყლის სინჯებს  სხვადასხვა ლოკაციიდან.
გასულ  დღეებში ჩატარებული სინჯების მონიტორინგის  შედეგების მიხედვით  სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებდა - წერია განცხადებაში, რომელსაც წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, მოწამლულთა რაოდენობა გორში 50 იყო. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი