ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნაცვლად, წყალტუბოში საარჩევნო კომისიის წევრებს ტრენინგებს "ოცნება" უტარებს.
ოპოზიციის წევრები ფაქტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ტრენინგების ჩატარება მხოლოდ ცესკოს უფლებამოსილებაა და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის.
თავის მხრივ, ტრენინგის მონაწილეების თქმით, ისინი წინასაარჩევნოდ ყველა საჭირო პროცედურას სწავლობენ და "ოცნების" ტრენინგი არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას სულაც არ ნიშნავს.
კი არ უნდა გავაყალბოთ, უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ხმები, რათა არ გააყალბოს სხვამ. რეალურად, შედეგების გაყალბებას ოპოზიცია აპირებს, - ამბობს ტრენინგში მონაწილე საარჩევნო კომისიის წევრი.
"მთავარი არხის' ინფორმაციით, "ოცნების" მიერ ორგანიზებული წინასაარჩევნო ტრენინგი წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში დღეს დილიდან მიმდინარეობს.