ჭიათურაში დაკავებულ მაღაროელებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

ჭიათურაში დაკავებულ ოთხ პირს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროცესზე დაცვის მხარე ოთხივე პირისთვის 5000-5000 ლარიანი ჯარიმას ითხოვდა. თუმცა პროკურორის განცხადებით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.
მაღაროელების მომდევნო პროცესი 19 ივნისს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ აჩიკო ჭუმბურიძე, მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი პოლიციამ ძალადობრივი დანაშაულის ბრალდებით 29 აპრილს დააკავა. შსს-ს განცხადებით, ისინი ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გიორგი ნეფარიძემ და მერაბ სარალიძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს.

[ფოტო: infoimereti.ge]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი