ლიმონის ფასმა 89%-ით მოიმატა | რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად აპრილის თვეში

გამოქვეყნდა:

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4 % შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4 %-ით. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.5 %-ით. ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.4 %-ით.
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.0 %-ით.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.0 %-ით. ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2 %-ით. სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.1 %-ით. კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.4 %-ით.

იმ პროდუქტების და მომსახურების ათეული, რომელიც აპრილში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა

  • ლიმონი 89%
  • კომბოსტო 60%
  • ბადრიჯანი 51%
  • კიტრი 43%
  • კივი 34%
  • ფორთოხალი 26%
  • ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 25%
  • მზესუმზირის ზეთი 23%
  • მანდარინი 23%
  • კაკაო 22%

 

იმ პროდუქტების და მომსახურების ათეული რომელიც ყველაზე მეტად გაიაფდა.

  • ინტერნეტის გადასახდელი 40%
  • მწვანე ლობიო 30%
  • ვაშლი 27%
  • ნიორი 23%
  • შპალერი 19%
  • ატამი 19%
  • თეფში 15%
  • საზამთრო 13%
  • ჭარხალი 13%
  • კომპიუტერი 12%

პოპულარული პროდუქტებიდან:

ხაჭაპური საცხობში გაძვირდა 6%-ით, ხაჭაპური კაფეში 3%-ით, ხინკალი რესტორანში 13%-ით,  ყვავილი 15%-ით,  შოკოლადის ფილა 17%-ით, ბინის ქირა 2%, ყავა კაფეში გაძვირდა 7%-ით,  ჩამოსასხმელი ღვინო გაძვირდა 6%-ით, ბოთლებში ჩამოსხმული ღვინოს ფასი იგივე დარჩა, თვითმფრინავით მგზავრობა გაიაფდა 10%-ით. სასახლის დამზადება გაიაფდა 5%, ქარხნული რძე გაიაფდა 6%-ით.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი