"ვივა მედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ნაცემი პატიმარი იანვარში მათთან მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს - "ჩვენი პირველადი დიაგნოზით იყო მრავლობითი დაზიანება, პოლიტრავმა თავის ტვინის დაზიანებით და ჩაუტარდა მას საჭირო მკურნალობა, მაგრამ სამწუხაროდ დადგა ლეტალური გამოსავალი" უთხრა ჩხაიძემ "ფორმულას".
შეგახსენებთ, 46 წლის იოსებ გორგაძე კლინიკა "ვივა მედში" გლდანის მე-8 დაწესებულებიდან, მძიმე დაზიანებებით იანვარში გადაიყვანეს. ამ დროის განმავლობაში ის კომაში იმყოფებოდა და გასულ ღამეს დაიღუპა.
ადვოკატის თქმით, გორგაძე ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
იხილეთ ასევე: