თბილისში, სადგურის მოედნის ტერიტორიაზე ჩხუბის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად, კაცი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

თბილისში, სადგურის მოედნის ტერიტორიაზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა. "მთავარის" ვებგვერდის ინფორმაციით, კაცი ჩხუბის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. სხვა დეტალები უცნობია. 

შემთხვევის ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. როგორც "მთავარის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი