ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზას სექტორში ინტენსიური სამხედრო ოპერაცია იგეგმება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ნეთანიაჰუს თქმით, ახალი ოპერაციის მიზანი "ჰამასის" დამაცხებაა. მისივე განმარტებით, გეგმა ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას მოიცავს, თუმცა მიწოდება ჯერჯერობით არ დაიწყება. ისრაელის პრემიერი ამბობს, რომ მოხდბა მოსახლეობის ევაკუაცია, მათი უსაფრთხოებისთვის. ამასთან, მან არ დააკონკრეტა თუ რაც მოიცავს ეს ოპერაცია.
"მივიღეთ გადაწყვეტილება "ჰამასის" გასანადგურებლად ღაზაში მასშტაბური ოპერაციის ჩატარების შესახებ" - თქვა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, როგორც Time of Israel-მა დაწერა, ოპერაცია პრემიერის აშშ-ში ვიზიტის შემდეგ დაიწყება, როცა ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს შეხვდება.