"იმედი გვაქვს, ამ პროვოკაციულ რეზოლუციას დონალდ ტრამპი ხელს არ მოაწერს და "დიფ სთეითს" დაამარცხებს" | მახაშვილი MEGOBARI აქტზე

გამოქვეყნდა:

"საბოლოო ჯამში, რამდენიმე ეტაპია დარჩენილი, ვიდრე ბოლომდე შევა ძალაში, მაგრამ იმედი გვაქვს, ამ პროვოკაციულ რეზოლუციას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში "დიფ სთეითი" დაამარცხოს. ამის იმედს ის განწყობები გვაძლევს, რაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იმ ფორმალური თუ არაფორმალური კომუნიკაციიდან გამომდინარე აქვს, რაც ჩვენ მათთან გვქონდა. ჩვენ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ ყველაფერი ისე შეიძლება მოხდეს, როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რადგან ვხედავთ ამ არაფორმალურ ძალებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული ძალაუფლება და ფინანსური თუ სხვა ინტერესებით ისინი ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას ახერხებენ. საბოლოო ჯამში, მაინც გვაქვს იმედი, რომ ის შეძლებს არაფორმალური გავლენების და "დიფ სთეითის" დამარცხებას და ქვეყანას ამერიკელების ინტერესების გათვალისწინებით წაიყვანს..."

- განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა. 

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი გასულ ღამეს დაუჭირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი