ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტი განიხილა და მას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 345-მა კონგრესმენმა დაუჭირა, საიდანაც 165 რესპუბლიკელია, 180 კი - დემოკრატი.
შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, შემდეგი ორი ეტაპი კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერაა.
მანამდე, კანონპროექტი სენატში კონგრესმენმა ჯო უილსონმა, კონგრესმენებთან - სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ უიზისთან ერთად წარადგინა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
რა განცხადებები გაკეთდა წარმომადგენელთა პალატაში MEGOBARI აქტის განხილვისას:
შეგახსენებთ, რომ მანამდე, 27 მარტს საკანონმდებლო ინიციატივა უკვე განიხილა და მიიღო კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა.
ცნობისთვის, MEGOBARI აქტი პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება: