"კოშმარია ის ძალა, საიდანაც ვითომ დემოკრატიის სახელით მოსაუბრე ხელისუფალნი თუ ბიუროკრატები იმართებიან..."მეგობარი აქტის" სათაური საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია" | კირცხალია

გამოქვეყნდა:

"არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის კოშმარია ის ძალა, საიდანაც ე.წ. ლობისტები და ვითომ დემოკრატიის სახელით მოსაუბრე ხელისუფალნი თუ ბიუროკრატები იმართებიან. კოშმარზე როცა საუბრობენ, ამის მორალური უფლება უნდა ჰქონდეთ. "მეგობარი აქტის" სათაური საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია. ამ აქტის შექმნის ისტორია გახსოვთ? ვინ იყო საქართველოდან ცრუ დამსმენი თავისი სახელმწიფოს წინააღმდეგ? ეს ყველაფერი რაღაც ეტაპამდე მივიდა, მაგრამ დაველოდოთ, რა განვითარება ექნება. დოკუმენტს პრეზიდენტმაც უნდა მოაწეროს ხელი. ვნახოთ, როგორ მიჰყვება ამერიკის პრეზიდენტი გაცხადებულ პოლიტიკას, ეს ძალიან მალე გამოჩნდება".

- განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ. 

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი გასულ ღამეს დაუჭირა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი