"ოცნების" ყველა თავმჯდომარე პატრიოტიზმით, კვალიფიციურობით და სამშობლოს სიყვარულით გამოირჩეოდა. ახლაც ასეთი კადრია შერჩეული" | ზარქუა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების“ ყველა თავმჯდომარე გამოირჩეოდა პატრიოტიზმით, კვალიფიციურობით და სამშობლოს სიყვარულით. ბუნებრივია, ახლაც ასეთი კადრია შერჩეული, რომელსაც გუნდი მხარს დაუჭერს. გუნდში, როგორც არასოდეს, ისეთი ერთიანობაა. კარგად გვაქვს გააზრებული, რომ საქართველოს უფლება არ აქვს, ურთიერთობებში შეცდომა დაუშვას, რადგან დღემდე არ არის მოხსნილი მეორე ფრონტის თემა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ასე მტკიცედ და ერთობით სამშვიდობოს ბოლომდე გავიდეთ, რასაც შევძლებთ".

- განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ. შეგახსენებთ, რომ ხვალ, 7 მაისს "ქართული ოცნების" ყრილობა ჩატარდება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, ასევე შეიცვლება პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი