"ოცნება": 7 მაისს ჩატარდება ყრილობა, ავირჩევთ პარტიის ახალ თავმჯდომარეს, განახლდება პოლიტსაბჭოს შემადგენლობა

გამოქვეყნდა:

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, 7 მაისს ჩატარდება ყრილობა, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ და პოლიტსაბჭოს შემადგენლობას განაახლებენ:

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება." ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი იყო, რომელმაც 25 აპრილს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი