"ბაღში წავიდა ხალისით; მიირთვა საკვები, ითამაშა, რომ დააძინეს მერე არ იციან რა მოხდა" | ახალციხეში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ოჯახის ახლობელი

გამოქვეყნდა:

ახალციხეში  გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის  ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა არასდროს ჰქონია. მისი თქმით, ბავშვი დილით დედამ ბაღში დატოვა, რამდენიმე საათში კი დაურეკეს და უთხრეს, რომ მცირეწლოვანი გარდაცვლილი იყო. 

"ბავშვი იყო ჯანმრთელი, არაფერი აწუხებდა. არანაირი ტემპერატურა, არც ხველა, ენერგიით სავსე. 2 წლის ბავშვი ლამის 5 წლისას ჰგავს... წავიდა აბსოლუტურად ხალისით, ღიმილით. პედაგოგიც ამას ამბობს, მიირთვა საკვები, ითამაშა, რომ დააძინეს, მერე არ იციან რა მოხდა. 
ბავშვის დედამ გაიგო საღამოს, 16:30 საათზე, როცა ბაღიდან დარეკეს. აღმზრდელებიც შოკირებულები არიან"- თქვა ოჯახის ახლობელმა ტვ პირველთან. 

შეგახსენებთ, ორშაბათს, 5 მაისს ახალციხეში, კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ოჯახი ახლა ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი