პირველად ბოლო 17 წლის განმავლობაში საქართველომ რუსულ გაზში აზერბაიჯანულ გაზზე მეტი გადაიხადა

გამოქვეყნდა:

2025 წლის I კვარტალში  საქართველოში შემოტანილი რუსული ბუნებრივი გაზის ღირებულებამ ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად გადააჭარბა აზერბაიჯანული გაზის ღირებულებას. ამის შესახებ ცნობილი ხდება "საქსტატის"გაზის იმპორტის ღირებულების სტატისტიკიდან, რომელიც 2009 წლიდან მონაცემებს მოიცავს.

 2025 წლის იანვარი-მარტის პერიოდში  აზერბაიჯანიდან იმპორტირებული იქნა  82 401 360 აშშ დოლარის, ხოლო რუსეთიდან 100 646 930 აშშ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი აირისებრ მდგომარეობაში. ბუნებრივი აირის მოცულობებთან დაკავშირებით მონაცემები გამოქვეყნებული არაა.

იხილეთ ასევე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი