„საქართველოს რკინიგზის“ ახალ გენერალურ დირექტორად ლაშა აბაშიძე დაინიშნა

გამოქვეყნდა:

„საქართველოს რკინიგზის“ ახალ გენერალურ დირექტორად ლაშა აბაშიძე დაინიშნა. BPN-ის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილება უკვე აისახა საჯარო რეესტრში.

როგორც რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს 7 მაისის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, დავით ფერაძე გათავისუფლდა რკინიგზის გენერალური დირექტორის პოზიციიდან და მის ნაცვლად, ახალ დირექტორად ლაშა აბაშიძე აირჩიეს.

ლაშა აბაშიძე დავით ნარმანიას მერობის პერიოდში მისი მოადგილე იყო. ასევე, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას მის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი