რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი ამერიკელი იურისტი, თედ ჯონასი საქართველოს სახელმწიფოს უკანონო ქმედებებს სტრასბურგში ასაჩივრებს | TI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, აშშ-ის და საქართელოს მოქალაქე, თედ ჯონასი მის მიმართ აქციის დროს განხორციელებული ძალადობის გამო, სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში უჩივის. მის უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში TI დაიცავს.

TI-ს ცნობით, თედ ჯონასს 2024 წლის 30 აპრილის-1 მაისის ღამეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს, თუმცა, ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოში ერთი წელია უშედეგოდ მიმდინარეობს.

"თედ ჯონასი უკვე 30 წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს. თედი, როგორც საქართველოს და მისი ევროპული მომავლის დიდი მხარდამჭერი, აქტიურად მონაწილეობს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების წინააღმდეგ მიმართულ მშვიდობიან სამოქალაქო საპროტესტო გამოსვლებში.

2024 წლის 30 აპრილის - 1 მაისის ღამე "ხარებას" რაზმის და სხვა პოლიციური ძალების მხრიდან მშვიდობიან მომიტინგეთა უმოწყალო დარბევის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. იმ ღამეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს პროტესტის ათობით მონაწილე, მათ შორის, თედ ჯონასიც. დაკავებისას მასზე რამდენჯერმე, ხელებით და ფეხებით იძალადა 5-6 რობოკოპმა. შემდეგ იგი 10 სხვა უკანონოდ დაკავებულთან ერთად, დაახლოებით 2 საათი ამყოფეს პოლიციის მიკროავტობუსში, სადაც აუტანელი სიცხე და უჰაერობა იყო, ხოლო შიგნით მყოფებს დროდადრო რობოკოპები სასტიკად სცემდნენ.

მოგვიანებით თედ ჯონასი, რომელსაც სახეზე ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გადაიყვანეს. გამთენიისას იგი გაათავისუფლეს. ძალადობის ამ ფაქტებთან დაკავშირებით უკვე წელიწადზე მეტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უშედეგოდ მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც დღემდე არ დაუდგენია მოძალადე პოლიციელების ვინაობა. ბუნებრივია, ამ უკანონობისათვის პასუხიც არავის უგია. გარდა ამისა, თედ ჯონასი, რომელიც თავად გახდა ძალადობის და უკანონო დაკავების მსხვერპლი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ საფუძვლით სამართალდამრღვევად ცნო და მას ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდა დააკისრა.

მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს, რომლებიც დაცვის მხარემ რამდენჯერმე ამხილა ღია და აშკარა ტყუილში. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. რადგან საქართველოში სამართალი ვერ იპოვა, თედ ჯონასი მის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ სამართლიანი სასამართლოს და რამდენიმე სხვა ძირითადი უფლების (შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყობის აკრძალვის, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების) დარღვევას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს. მის უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტები დაიცავენ", - წერია განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

ტროტუარზე მიმათრევდნენ, მცემდნენ, წიხლებს მირტყამდნენ... არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას" | აქციაზე დაკავებული თედ ჯონასი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი