სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაჯდა. როგორც ცხელ ხაზზე "მთავარის" ვებგვერდს მიაწოდეს ინფორმაცია, რეისი აეროპორტში დაახლოებით 23 საათზე დაჯდა.
შეგახსენებთ, ძლიერი ქარის გამო, თვითმფრინავი გარკვეული დროის განმავლობაში, დაჯდომას ვერ ახერხებდა.
ბათუმში ამ საღამოს უამინდობამ პრობლემები შექმნა. ძლიერი ქარის გამო ჩამონგრეული ხარაჩოები ორ ადამიანს დაეცა. გარდა ამისა, ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.