მსვლელობა სახელით "მადლობა მეგობარს" დასრულდა | მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ

გამოქვეყნდა:

"მადლობა მეგობარს" - ამ სახელწოდებით დღეს, თბილისში მსვლელობა გაიმართა. მოქალაქეები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და მეტრო "ავლაბართან" შეიკრიბნენ, შემდეგ მეტრო "ახმეტელთან" გადაინაცვლეს და მსვლელობით აშშ-ის საელჩოსთან მივიდნენ. 

მარშის მონაწილეებმა საელჩოსთან შეერთებულ შტატებს მეგობრობის, პარტნიორობისა და განგრძობადი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. ისინი აშშ-ის საელჩოდან რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ. 

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 6 მაისს MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა. 7 მაისს კი დოკუმენტმა სენატში გადაინაცვლა.

[ფოტო: Mo Se]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი