"მოულოდნელად გამოიქცა, ოპერატორს წაართვა კამერა... მობილურიც გამომართვა... მუშტი მოიქნია და მთელი სიძლიერით მომარტყა" | მაკასარაშვილი თავდასხმის დეტალებზე

გამოქვეყნდა:

"მოულოდნელად გამოიქცა, ოპერატორს წაართვა კამერა... მობილურიც გამომართვა... მუშტი მოიქნია და მთელი სიძლიერით მომარტყა" - ამის შესახებ "ტვ პირველის" ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი ჰყვება, რომელსაც მარტყოფში, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა.

მარიამ მაკასარაშვილს ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ჯგუფი უწევს დახმარებას. მისი ჩივილებიდან გამომდინარე ექიმებმა ჟურნალისტის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილა პოლიცია.

"როცა აქ მოვედით გიორგის [შინჯიკაშვილის] სახლთან მამამისი აქ იმყოფებოდა. მივედით და ვკითხეთ შეიძლებოდა თუ არა მასთან გასაუბრება. არსებობს ჩანაწერი, რომ გვითხრა "მობრძანდითო"... ჩვეულებრივად გვესაუბრებოდა, ისიც გვითხრა, რომ ხარებასთან არანაირი დაპირისპირება ჩემ შვილს არ ჰქონიაო... დავასრულეთ ინტერვიუ, რაც მისი ნებაყოფლობით იყო. გამოვედით გარე სივრცეში, ჩემი ოპერატორი კადრს იღებდა, მოულოდნელად გამოიქცა, ოპერატორს წაართვა კამერა, ხელში რომ დაიჭირა მოტეხა განათების ნაწილი და კიდევ რამდენიმე ნაწილი [კამერას]... რომ დაინახა მობილური რომ მქონდა ეგონა ვიღებდი, ეს მობილურიც გამომართვა... მუშტი მოიქნია და მთელი სიძლიერით მომარტყა სახისა და თავის არეში... თავბრუსხვევა მაქვს, თავის ძლიერი ტკივილი და თვალის ძლიერი ტკივილი. მივდივართ კლინიკაში.

რამდენიმე მანქანა მოვიდა შავი დაბურული მინებით და გვითხრეს: "ამ აპარატურას კი დაგიბრუნებთო, მაგრამ რატომ მოხვედით აქ და ხარებაზე კითხვებს რატომ სვამდითო?" - ჰყვება მარიამ მაკასარაშვილი.

ტვ პირველის გადამღები ჯგუფი შინჯიკაშვილის სახლში მას შემდეგ მივიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ შინჯიკაშვილმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი